ზურაბ გამეზარდაშვილი: აღნიშნული დანაშაული ძალიან ძნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება

აღნიშნული დანაშაული ძალიან ძნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება- ამის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა კასპირს რაიონის სოფელ ყარაფილაში განაცხადა, სადაც ის ზურაბ ვაზაგაშვილის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.

„აღნიშნული დანაშაულის გახსნაში ჩართულია პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი სპეცსამსახური. აღნიშნული დანაშაულის გახსნას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. როგორც მოგეხსენებათა, აღნიშნული დანაშაული ძალიან ძნელად გასახსნელ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული გაიხსნას და დამნაშავეები იგივე დოზით დაისაჯნონ, რა სისასტიკითაც მათ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინეს“, – განაცხადა გამეზარდაშვილმა.

იური ვაზაგაშვილი დღეს შვილების გვერდით, სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე დაკრძალეს. იგი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს გააკეთა საკადრისად დაისჯება
შემდეგი სტატიასაქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვევა