დრამა დასავლეთ ბერიულევში მას შემდეგ განვითარდა, რაც 39 წლის რუსლანს, 34 წლის ალინამ უთხრა, რომ შორდებოდა. რუსლანმა გადაწყვიტა შეყვარებული დაერწმუნებინა, რომ მის გარდა არავინ უნდოდა, ამისთვის კი ორიგინალურ მეთოდს მიმართა: მაკრატელს წამოავლო ხელი და სასქესო ორგანოს გადაჭრა დააპირა.
დაბნეულმა ალინამ ყვირილი დაიწყო და გაიქცა, რუსლანი კი ჩახდილი შარვლითა და მაკრატლით ხელში მისდევდა, თან გზაზე სისხლის კვალს ტოვებდა. უცნაური სანახაობით გაოგნებულმა მეზობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რუსლანი კლინიკაში გადაიყვანეს და ჭრილობა გაუკერეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, იგივეს თქმა ძნელია სასქესო ორგანოზე…