39 წლის მამაკაცის მტკიცებით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა

თბილისის ცენტრში თავდასხმა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, რამდენიმე წუთის წინ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.

მოქალაქე ამტკიცებს, რომ მას სასტიკად გაუწსორდა ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან, დაახლოებული გიორგი მიქაძე.

39 წლის დავით გულიაშვილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მან ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ახლობლის გასვენებაში იმყოფებოდა, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა ბიზნესმენი და ყოფილი მთავარი პროკურორის ახლო გარემოცვის წევრი, გიორგი მიქაძე.

დაზარალებულის თქმით, მიქაძემ იარაღი სახეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

გულიაშვილი აცხადებს, რომ დაპირისპირება რამდენიმე წლის წინ მთაწმინდაზე მომხდარ გარჩევას უკავშირდება, რომელშიც ის და მიქაძე მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, პოლიციამ გააფრთხილა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, თუმცა, მან ძველი თბილისის პოლიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

დაზარალებულის დედის თქმით, ამ ფაქტს პოლიცია შეესწრო, თუმცა, რეაგირება არ მოუხდენია, რადგან საქმე ფარცხალაძის გარემოცვას ეხებოდა.

„დასაფლავებაზე იყო წასული, გამოვიდა იქიდან. დახვდნენ და ძალიან ნაცემია,“ – განაცხადა დაზარალებულის დედამ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე – ბევრი მიზეზი მაქვს, რის გამოც ვტოვებ ფრაქციას