39 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი იყო – NDI

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო საზოგადოებრივი აზრს კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39 % ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. გამოკითხულთა 50 % ამბობს, რომ კარგი მოვლენა იყო, ხოლო 11 % ამბობს, რომ არ იცის.

კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ გამოიკითხა 2,927 რესპოდენტი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია

banner
წინა სტატიაშიმოსახლეობის 31 პროცენტი ქვეყნის მთავარ საფრთხედ რუსეთს ასახელებს – NDI
შემდეგი სტატიამეორე ტური არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება