დღეს იური ვაზაგაშვილის მეუღლეს დაკითხავენ

ვაზაგაშვილის საქმეში ქალის კვალიც აღმოჩნდა - რას ამბობს ოჯახი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე, იური ვაზაგაშვილის მეუღლე და მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დედა ციალა ვაზაგაშვილი დაიკითხება.
საქმის პროკურორის ინფორმაციით, დღესვე სასამართლოს ჩვენებას მისცემს კიდევ ორი მოწმე – სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ალექსანდრე ხუბულოვის მეგობარი და სპეცოპერაციის თვითმხილველი.
როგორც ცნობილია, ხუბულოვის მეგობარი გარდაცვლილი ხუბულოვისა და ბრალდებული ირაკლი ფირცხალავას ძმის ურთიერთობაზე ისაუბრებს. პროცესი სასამართლოში უკვე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„გარდაბნის თბოელექტროსადგური მეტად დამოუკიდებელს გახდის ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას“
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოდის