ბაღდადის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, კაშხალთან, 38 წლის მამაკაცი მდინარეზე ანკესით სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და მას გული გაუჩერდა.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მიმდინარეობს გამოძიება, სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.


















