37 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, 37 წლის მამაკაცი სარწყავ არხში დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არხში საბანაოდ შევიდა და წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

მამაკაცი სოფელ ველისციხის მკვიდრი იყო, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

banner
წინა სტატიაში“Wizz Air და Ryanair კვირაში ერთხელ და ორჯერ ვერ იფრენს, მათთვის წამგებიანი იქნება”
შემდეგი სტატიატყიბულში, სამსახურში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ, ერთ-ერთმა მეშახტემ ვენები გადაიჭრა