37 წლის კესარია აბრამიძე სასტიკად არის მოკლული- მას დანით ათზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული

წინასწარი ინფორმაციით, 37 წლის კესარია აბრამიძე სასტიკად არის მოკლული- მას დანით ათზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული.

რას წერდა ჯერ კიდევ აპრილში კესარია აბრამიძე სოციალურ ქსელში

,,მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან მიზეზი სწორედ ეს იყო გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას , აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისურვებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას ! აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა როცა ბოლოს სახლში მომვარდა თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან !! არა ქალთა კვლას რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა ფაქტია რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები ჩემთანაც მოხდა ეს“
ვინმემ ყური შეიბერტყა?! რომელიმე ორგანომ რამე გააკეთა?!”

კესარია აბრამიძე მოკლეს. ინფორმაცია “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კესარია აბრამიძის სთორი, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე იყო გადაღებული.

 

banner
წინა სტატიაშიკესარია აბრამიძე მოკლეს
შემდეგი სტატიატვ პირველი- კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია ბექა ჯაიანს ეძებს