365 დღე – უწყვეტი პროტესტის ერთი წელი

წინააღმდეგობის ერთი წელი და ერთი დღე ახალ მასშტაბურ შეკრებამდე – ხვალ საღამოს 19:00 საათიდან მთელ ქალაქს და ქვეყანას ისევ პროტესტი მოიცავს.

ქუჩებში გადიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ხელოვანები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა პროფესიის მქონე მოქალაქეები.

ქუჩაში ხალხთან ერთად იდგება მხატვარი, გია ბუღაძეც. როგორც ის აღნიშნავს, 365 დღე ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ “რუსები არ არიან”, ხვალ კი კიდევ ერთხელ აჩვენებენ რომ ჩვენ ევროპული მომავლისთვის თავდაუზოგავად იბრძიან.

მე ეჭვი არასდროს მეპარებოდა, რომ ესენი ქვეყნის დამაქცევლები იყვნენ. ესენი ჩემთვის რუსები იყვნენ. 365 დღე ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ რუსები არ არიან, არც ბელარუსები არიან, არ დაუთმობენ ქოცებს, რუსებს მართლა და გამყიდველებს ქვეყნის დამოუკიდებლობას. საქართველო არ გახდება ქოცისტყანი, არავის დინასტია არ მოიკიდებს ფეხს. უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრი და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ღირსეული, დამოუკიდებელი ერი”, – ამბობს გია ბუღაძე.

ხვალ დედაქალაქში ორი მარში გაიმართება – ერთი თბილისის სახელმწიფო უნივეერსიტეტიდან დაიძრება, მეორე კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან. ორივე მარში ბოლოს რუსთაველის გამიზრზე გაერთიანდება.

პროტესტამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ მასშტაბურ აქციაზე არ იქნებიან გახარიას პარტიიდან.

შეგახენებთ, რომ 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გნაცხადება გააკეთა და თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ოთხი წლით შეჩერებულია. “ოცნებსი” ამ განაცხადეს ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში“სკოლას ჰყავს ე.წ. მაყურებელი” – გორში “ქურდული მენტალიტეტის” გამო, მასწავლებელი სკოლიდან წამოვიდა
შემდეგი სტატია“მდიდრულ სასტუმროში ყოფნას და მიმალვას მირჩევნია ციხე” – ყოფილი პოლიციელის მიმართვა სასამართლოს