360 გრადუსიანი ვიდეო-რგოლი დანგრეულ სირიულ ქალაქზე… (ახალი ფორმატის ვიდეო)

siria-360ვიდეო, რომელიც სირიის საინფორმაციო სააგენტო Smart News Agency-ს ჟურნალისტებმა გადაიღეს, ასახავს აჯანყებულების მიერ ხელში ჩაგდებულ 40 ათასიან სირიულ ქალაქ ჯისრ-ეშ-შუჰურს, რომელიც საომარი მოქმედებების შედეგად თითქმის მთლიანად იქნა დანგრეული… 

სირიელმა ჟურნალისტებმა ამ ვიდეოს გადასაღებად გამოიყენეს 6 კამერისგან შემდგარი მოწყობილობა, რომელიც შემდგომ პარიზის სტუდია ,,Okio Studios,, გადაუგზავნეს, რათა მათ უახლესი ფორმატის 360 გრადუსიანი, რეალობის ვირტუალურად აღგქმის ვიდეორგოლი დაემონტაჟებინათ…

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური რეალობის აღგქმის 360 გრადუსიანი ფორმატის ვიდეოკლიპების ატვირთვა YouTube-ზე, სულ რამდენიმე თვის წინ გახდა შესაძლებელი

isrebi-360ინსტრუქცია ვიდეოს მნახველთათვის: წარმოდგენილი ვიდეოს ნახვისას, რომელიც სოციალურ ქსელ YouTube-ზე განთავსებული, ეკრანის მარცხენა ზედა კუთხეში არის  თეთრი წრე, რომლის შიგნითაც არის მიმართულების მაჩვენებელი ისრები… თქვენი კომპიუტერის ,,მაუსის,, ისრის – მიმართულების ისრებთან მიტანით… და ,,მაუსის,, მარჯვენა ღილაკის ,,დაწკაპუნებით,, თქვენ შეგიძლიათ მართოთ კამერები, რომლითაც გადაიღეს ეს ვიდეო და ნახოთ, თუ რა ხდებოდა გადაღების მომენტში ირგვლივ, ზემოთ და ქვემოთ… და ამით მიაღწიოთ ვირტუალურ აღქმას, გადაღების მომენტში არსებული რეალობისა.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

 

 

banner
წინა სტატიაში“არ ვიცი რა იხარშება ივანიშვილის მახინჯ ტვინში”
შემდეგი სტატიავოლსკის შეფასებით ზეწოლას გიორგი პაპუაშვილი ახორციელებს