21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოთქვეს განზრახვა, შეუერთდნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას

36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალურ ტრიბუნალში გაწევრიანების ვალდებულება აიღეს, – ამის შესახებ აღნიშნულია პრესრელიზში, რომელსაც ევროპის საბჭო აქვეყნებს.

„ამ სახელმწიფოებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს სპეციალური ტრიბუნალის ფაქტობრივი შექმნისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის პასუხისმგებლობის აღიარებისკენ. სპეციალური ტრიბუნალი წარმოადგენს სამართლიანობას და იმედს. ახლა საჭიროა ამ პოლიტიკური ვალდებულების შესრულებისთვის ზომების მიღება ტრიბუნალის ფუნქციონირებისა და დაფინანსების უზრუნველყოფით. დროა, რუსეთმა პასუხი აგოს თავისი აგრესიისთვის. ჩვენს წინ სამართლიანობის გზაა – და სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ შეხვედრაზე.

გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დაასრულონ ყველა საჭირო ეროვნული პროცედურა სპეციალურ ტრიბუნალში გასაწევრიანებლად.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ტრიბუნალი გამოიძიებს, დაადანაშაულებს და გაასამართლებს იმ პირებს, რომლებიც ძირითადად პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე. მისი მიზანია შეავსოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში არსებული ხარვეზი და პასუხისგებაში მისცემს ამ დანაშაულში ჩართულ მაღალჩინოსნებს.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი ევროსაბჭოში: თვალთმაქცობაა „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: ევროპარლამენტში არიან ლობისტური ჯგუფები, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ დაქირავებული ჰყავს