უკრაინული გამოცემა Преступности.НЕТ 36-ე საზღვაო ბრიგადის ერთ-ერთ მებრძოლზე დაყრდნობით იყწყება, რომ 36-ე საზღვაო ბრიგადის მებრძოლებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სხვა დანაყოფებთან ერთად, წარმატებით ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია მესაზღვრეებისა და პოლიციის თანამშრომლების „აზოვსტალში“ ევაკუაციისთვის.
Преступности.НЕТ-ის ინფორმაციით,
მიკოლაევის საზღვაო ქვეითები და „აზოველები“ ჯავშანტექნიკით გამოვიდნენ პორტის ტერიტორიაზე, სადაც სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები და ეროვნული პოლიციის რამდენიმე დანაყოფი იმყოფებოდნენ. რომლებსაც საბრძოლო მასალა ეწურებოდათ.
_ მებრძოლებმა ბრძოლით გაიკაფეს გზა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის მებრძოლებისკენ და მათი 500-მდე წარმომადგენელი გადაიყვანეს „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. სპეცოპერაციისას სერიოზულად დაზიანდა დამპყრობლების ცოცხალი ძალა, — წერს უკრაინული გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ ეს ოპერაცია უკრაინელმა მებრძოლებმა რუსი ოკუპანტების ულტიმატუმის საპასუხოდ ჩაატარეს. ოკუპანტები მარიუპოლის მცველებს, რომლებიც სიცოცხლეშივე იქცნენ ლეგენდებად, იარაღის დაყრისკენ მოუწოდებდნენ.