“36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის” – ენმ მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის”  – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი კრიზის დაძლევის 36 პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ეს ნაბიჯები მოიცავს გადასახადების შემცირებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, ლოჯისტიკური რეგიონალური ცენტრების მშენებლობას, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირებას, მთავარი პროკურორის პარლამენტის მიერ დანიშვნა, დაკითხვის წესები და ა.შ.

გეგმის დეტალები საზოგადოებას დღეს პარტიის ოფისში დეპუტატმა, ზურაბ ჯაფარიძემ გააცნო. მისი თქმით, ორწელიწადნახევარში „ოცნების ხელისუფლებამ“ ვერ შეძლო უმთავრეს პრობლემებთან გამკლავება, რითაც სახეზეა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური კრიზისი.

ჯაფარიძის თქმით, პრობლემების მოგვარების ნაცვლად კი მთავრობა დაკავებულია ფუნდამენტალისტური ჯგუფების, ძალადობის და დაუსჯელობის სინდრომის წახალისებით და ოპოზიციური პარტიის დევნით, რის შედეგადაც ქვეყანაში გაჩნდა არაერთი პოლიტპატიმარი. ამასთან მთავრობას არ გააჩნია პოლიტიკური განვითარების ხედვა.

„ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ შეიმუშავა კრიზისიდან გამოსავალი ერთიანი კომპლექსური გეგმა, რომელიც ეფუძნება დაგროვილ გამოცდილებას, მიღწეულ შედეგებს, დაშვებული შეცდომებისა და არსებული პრობლემების ანალიზს,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ფოსტის” თანამშრომელი ამანათებიდან ძვირფას ნივთებს იპარავდა
შემდეგი სტატიაჯონ ქერი 50 დოლარით დააჯარიმეს