“354.7 მლნ. დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია”

საქართველოში 2015 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 81.8%-ან ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა.

მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში 2015 წლის II კვარტალში 354.7 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და 81.8 %-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

„საქსტატის“ მონაცემებით, სექტორების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე მოდის, სადაც 207.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი ინვესტიციების რაოდენობის 58.5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 41.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 11.7%), შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობა – 29.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 8.3%), უძრავი ქონება – 19.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციის 5.5%) და სხვა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიC ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამეტის დამატებითი 5000 ფლაკონი უკვე საქართველოშია
შემდეგი სტატია,,თუ მიშას პრემიერად დაუძახებენ… ის საქართველოში წავა,, აცხადებს ოდესის ვიცეგუბერნატორი