საქართველო და უკრაინა წლებია, მეგობრები არიან, ჩვენ აქამდეც ერთმანეთის მხარდამხარ უნდა ვყოფილიყავით და კარგია, რომ ამ ვიზიტით ეს ურთიერთობა აღდგება – სამნიძე

საქართველო და უკრაინა წლებია, მეგობრები არიან, ჩვენ აქამდეც ერთმანეთის მხარდამხარ უნდა ვყოფილიყავით და კარგია, რომ ამ ვიზიტით ეს ურთიერთობა აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ხათუნა სამნიძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქვეყნები ერთმანეთის მიმართ სოლიდარული არიან და აღნიშნა, რომ ასე იქნება ყოველთვის.

„ეს ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი, დაგვიანებულიც კია, მაგრამ მთავარია, შედგა. საქართველო და უკრაინა წლების მანძილზე მეგობრები არიან. ჩვენ აქამდეც ერთმანეთის მხარდამხარ უნდა ვყოფილიყავით და კარგია, რომ ამ ვიზიტით ეს ურთიერთობა აღდგება. უკვე ჩანს დახვედრაც, საუბარიც, შეთანხმებებიც. უმნიშვნელოვანესია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ჩვენ ვართ ერთად, სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ და ასე იქნება ყოველთვის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი-რეაბილიტაციის შემდეგ, გურჯაანის განახლებული პარკი ისტორიულ ფუნქციას დაიბრუნებს და კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების აქტიური სივრცე გახდება
შემდეგი სტატიაზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სავარაუდო გარანტიები დაასახელა – „ვფიქრობ, ეს ცალკე ევროკავშირი იქნება“