27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“35 მილიარდში 35 მილიონს კი იპოვიან”- სანდრო რაქვიაშვილი კობახიძის განცხადებასა და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების წამლებზე

პოლიტიკოსი სანდრო რაქვიაშვილი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მთავრობის მეთაურმა ბიუჯეტის სახსრების „პასუხისმგებლიანად“ ხარჯვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ხალხის ფულს მარტივად ბავშვების წამლებზე ვერ დახარჯავენ“. რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ 35-მილიარდიან ბიუჯეტში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების გადასარჩენად თანხის მოძიება სავსებით შესაძლებელია.

„გასაგებია, რომ არანაირი ხალხის ფული არაა ეს და ხალხისთვის წართმეული ფულია, რომელსაც მთავრობა ისე ხარჯავს, როგორც სურს. მაგრამ, რადგან პრემიერი ამბობს, რომ ეს თურმე ჩვენი ფულია, მოდით, შევატყობინოთ პრემიერს, რომ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, ეს ფული ბავშვების წამლებს მოხმარდეს. 35 მილიარდში 35 მილიონს კი იპოვიან, დარწმუნებული ვარ“, — აცხადებს რაქვიაშვილი.

პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში მშობლების მიერ შექმნილ საგანგებო პეტიციასაც ეხმიანება, რომელსაც თავადაც მოაწერა ხელი და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს: „საინტერესოა, თუ 100 000 ადამიანი მოაწერს ხელს, მერე რა არგუმენტს მოიგონებენ? ეს საბოლოო ჯამში მთავრობის ადეკვატურობასა და საზოგადოების მხრიდან კონტროლზეა“.

banner
წინა სტატიაშიშოიგუს მუქარა და კრემლის პასუხი ერევანს: რუსეთი სომხეთს ეკონომიკურ ბლოკადას უცხადებს
შემდეგი სტატია“არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას სამარტოო საკანში”- ლევან ხაბეიშვილის წერილი ციხიდან