თბილისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს თბილისის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

დიდუბის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, რომელაშვილის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ზესტაფონის და საყვირის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15: საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ტარიელის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის II, III ქუჩების, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე-პავლეს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, შორაპნის, ბოგდან ხმელნიცკის, ივერიელის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ხვედელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიაბის, გალავნის, გოლოვნის, სომხეთის, განთიადის, კიკეთის, სამხედროს, საინგილოს, ბეთანიის, კვესეთის და სათემოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, სოლომონ მეორეს და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას, ქიქოძის, ცხემის, ჭავჭავაძის და რიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჭავჭავაძის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, ცინცაძის, პუშკინის, ვერცხლის, ნაკაშიძის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

banner
წინა სტატიაშიხმაური იყო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსთან
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორიისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით შეთავაზებები დაიწყო