347 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კიდევ 347 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დევნილებს ბინები გადაცემათ: თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოში და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.
პრემიერი ფიქრობს, რომ თბილისის ზღვაზე, “ოლიმპიურ სოფელში” დევნილებისთვის ბინების გადაცემა ახალ წლამდე მოესწრება.
“ოლიმპიურ სოფელთან” დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ პრემიერის ჩარევის შემდეგ პროგრამას კიდევ ერთი კორპუსი დაემატა.
“330 ბინა არის გამზადებული და ახალ წლამდე ჩასახლდებიან. კიდევ 300 ბინა უკვე ეტაპობრივად თებერვალსა და ივნისში გადმოგვეცემა”, – განაცხადა სუბარმა.
როგორც სუბარმა განმარტა, მთლიანობაში, თბილისში წელს და გაისად დევნილებს სულ 1100 ბინა გადაეცემათ.
“ეს არის როგორც “ჰუალინგისგან” გამოსყიდული 630 ბინა, ისე ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული 500-ზე მეტი ბინა უმაღლესი სტანდარტებით აშენებული”, -განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიგამგებლის მოადგილე 50 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღებისთვის დააკავეს
შემდეგი სტატია“აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება