კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 600 თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 600, იმერეთში – 197, აჭარაში – 122, – ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა – 122, იმერეთი – 197, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 56, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ხუთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 238 საიდანაც: 5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 328, აჭარაში – 539, იმერეთში – 1 218.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 430 პირი, მათ შორის, თბილისში – 576, აჭარაში – 125, იმერეთში – 432. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 314 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 34.

1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 – თბილისში, 257 – აჭარაში.

27 393 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 30, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 340 ადამიანი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაალტერნატიული კონსილიუმი დღეს მიხეილ სააკაშვილსა და გორის ექიმებს “ემპათიას” დასკვნას გააცნობს