34 წელია ქვეყანა 3 მარტს, დედის დღეს აღნიშნავს-თარიღი, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს დააწესა

დღეს დედის დღეა – თარიღი, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ 1991 წელს დააწესა.მას შემდეგ უკვე 34 წელია ქვეყანა 3 მარტს, დედის დღეს აღნიშნავს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა შეეცვალა. თუმცა, დღეს ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე აღინიშნება.

“დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ვინმე ენ იარვისს გასჩენია სურვილი, საგანგებო დღესასწაულით პატივი ეცა 1905 წლის მაისში, თვის მეორე კვირაში გარდაცვლილი დედისათვის, რომელიც თავის დროზე დაჟინებით მოითხოვდა ამერიკელი დედების პატივსაცემად საგანგებო დღესასწაულის შემოღებას. ენ იარვისმა დედის მიერ დასახულ მიზანს მიაღწია: რამდენიმე წელიწადში შეძლო მრავალრიცხოვანი თანამოაზრეების შემოკრება და ისეთი მონდომება გამოიჩინა, რომ 1914-ში აშშ-ში დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს.

ყველა დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, დიდხანს სიცოცხლეს, სიხარულს, სიყვარულს და ოჯახურ ბედნიერებას!

უფალი იყოს თქვენი და თქვენი შვილების მფარველი!

banner
წინა სტატიაშიმაკრონი: ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, მივიღოთ ზომები უკრაინაში ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
შემდეგი სტატიასაფრნგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან