“34 ათას რაღაცა ამომრჩეველი” – “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა და ივანიშვილის გუნდის ახალ გადაწყვეტილებაზე კითხვებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ.
მისი თქმით, ქართველი ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოსვლის პროცესი არაფერია იმასთან შედარებით, რომ მათ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთონ.
“2024 წელს 34 ათას რაღაცა ამომრჩეველმა, რომელიც ცხოვრობს უცხოეთში, მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ეს არის ციფრი, რომელიც ძალიან კარგად გაჩვენებთ და გვაჩვენებს, რომ არავითარ სპეკულაციას, რომელსაც თქვენ ეწევით ადგილი არ აქვს. მათი აქ ჩამოსვლის პროცესი არაფერია იმასთან შედარებით, რომ მათ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული არჩევანი გააკეთონ, ამიტომ უპირველესყოვლისა ამ ქვეყნის ინტერესში არის, უპირველესყოვლისა ამომრჩევლის აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენების ფორმატში და ამ უფლების დაცვით არის მოტივირებული ეს ცვლილებები,” – ამბობს ნინო წილოსანი.



















