სასამართლოში მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავას ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

მეგის ქარდავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მას ბრალი წარდგენილი აქვს ციხეში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. დღევანდელი პროცესი სწორედ ამ ეპიზოდს ეხება. საუბარია ელდარ ქობალიას, მერაბ ყოლბაიასა და კობა მატკავას წამების საქმეზე.

ბრალდების მხარის ცნობით, 2011 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მაშინდელმა მოადგილე მეგის ქარდავამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძესთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებისა და სხვა პირთა თანამონაწილედ დასახელების მოთხოვნით აწამა ტერორისტული აქტის მომზადებისა და ჩადენის ბრალდებით დაპატიმრებული ელდარ ქობალია, კობა მატკავა და მერაბ ყოლბაია, კერძოდ, რამოდენიმე საათის განმავლობაში სცემდა მათ, აწამებდა ხელკეტებისა და ელექტროშოკის გამოყენებით.

მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს განხორციელდა.

 

banner
წინა სტატიაშიმარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული  
შემდეგი სტატიასუს-ი განცხადებას ავრცელებს – მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებებისგან