ბათუმის სანაპიროზე მამაკაცი დაჭრეს

ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 25 წლამდე მამაკაცი სანაპიროზე შეზლონგებს აქირავებდა. როგორც დაჭრილის ნათესავები აცხადებენ, მამაკაცს ზურგის არეში დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ნათესავი ციური ტაკიძე აღნიშნავს, რომ სანაპიროზე მყოფ მამაკაცს ხუთი ადამიანი დაესხა თავს.
“ვნახეთ, ვესაუბრეთ და კონტაქტურია, მდგომარეობაც სტაბილურია. დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგის არეში. რა მოხდა დაზუსტებით ჯერ არ ვიცით, გამოძიება დაადგენს. 5 ბიჭი დაესხა თავს მოულოდნელად. არ ვიცი ისინი დაკავებულები არიან თუ არა”, – აღნიშნა ციური ტაკიძემ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა შუადღის საათებში მოხდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი დღეს+ფოტო
შემდეგი სტატიააშშ-ს რამდენიმე შტატმა გეი-ქორწინებების დაკანონება გააპროტესტა