გულორდავა: “ერთიანი ნაცვიონალურ მოძრაობის“ წინაღმდეგ ერთიანდება ქართული ოცნების ყველა წევრი – ახალიც და ძველიც

“ვცდილობ მაქსიმალურად ვუპასუხო მოსახლეობის შეკითხვებს ჩემი ექვსპუნქტიანი გეგმიდან, სადაც დეტალურად არის გაწერილი: გზების დასრულების, გაზიფიცირების ბოლომდე მიყვანის, სოფლის ინტერნეტიზაციის დასრულების, წალენჯიხის ტურისტული პოტენციალისთვის კომუნიკაციის ახალი სტრატეგიის, მრავალშვილიანი ოჯახების გაძლიერების, ახალგაზრდა ადგილობრივი მეწარმების მხარდაჭერისა და სხვა პროექტების შესახებ”,-აცხადებს წალენჯიხის მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი წალენჯიხაში, გოგა გულორდავა მიიჩნევს, რომ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდი გაიმარჯვებს.

ინტერვიუ წალენჯიხის მერობის კანდიდატთან გოგა გულორდავასთან

-ახლოვდება არჩევნების მეორე ტური. თქვენ აქტიურ კამპანიას აწარმოებთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც მერობის კანდიდატი ხართ. როგორ აფასებთ განწყობებს?

– ბოლო მონაცემებით, თამამად შემიძლია გითხრათ რომ ოპონენტს მოუწევს დანებდეს ხალხის ნებას. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შეეშვას გეგმას, რომელსაც ამუშავებს – ქვეყნის და რეგიონების მასშტაბით.

-ნაციონალური მოძრაობა უშედეგოდ ცდილობს აისხლიტოს ბრალდება, რომელიც მათ როგორც აგრესიულ და რევანშისტულ ძალად აცხადებს. ფიქრობთ, რომ ამომრჩეველიც ასე ფიქრობს მათზე?

– ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ დანერგონ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ მათი წაგება მხოლოდ გაყალბების შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ ამ მცდარ მოსაზრებაში დაარწმუნებენ ამომრჩეველს მათი ქუჩაში გამოყვანა მათი აზრით უფრო მარტივი იქნება. მათ ზუსტად იციან, რომ მეორე ტურში ამომრჩეველი მარტივად გამოუტანს განაჩენს. იციან რომ სიტუაცია შეცვლილია.

-რას გულისხმობთ სიტუაციის შეცვლაში?

– როგორი განხეთქილებას არ უნდა მომხდარიყო „ქართულ ოცნებაში“ ყოფილი პრემიერის ოპოზიციაში გადასვლით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებსაც დღემდე აქვთ და მუდამ ექნებათ ერთი საერთო, ის, რაც მათ აერთიანებთ და ეს არის ის წითელი ხაზი, რომელსაც არცერთი მხარე არასდროს გადააბიჯებს.

-კონკრეტულად, რას გულიხმობთ?

– ეს არის „ერთიანი ნაცვიონალურ მოძრაობის“ კატეგორიული მიუღებლობა. ამ „წითელი ხაზის“ გარშემო ერთიანდება ქართული ოცნების ყველა წევრი – ახალიც და ძველიც. ეს იდეური ამბავია. ეს არის ზნეობის, მორალის, პრინციპის საკითხი. სწორედ ნაციონალური მოძრაონის იდეოლოოგიის აბსოლუტური მიუღებლობა აერთიანებს ჩვენს ხალს. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. მათი, ვგულისხმობ, ყოფილი პრემიერის გუნდის თუ პარტიის ოპოზიციონერობა ხომ სწორედ ამაზეა დაშენებული. ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრია თავად ყოფილ პრემიერს.

-და, ფიქრობთ, რომ ეს არის “ნაციონალურ მოძრაობის” სუსტი წერტილი?

– მათ სისუსტეები არ აკლიათ. ყველაზე დიდი სისუსტე მათი წარსული და ადამიანებისადმი მათეული დამოკიდებულებაა. მეორე დიდი სუსტი წერტილი კი, დიახ, ეს იქნება ამ მეორე ტურში. კიდევ ერთხელ, ოპონენტებს ურჩევნიათ დანებდნენ ხალხის ნებას, პანიკა არ არის საჭირო.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი მამუკა ხაზარაძეზე – კაცმა, რომელსაც ერთ დროს ჰქონდა წარმატებული ბანკირის იმიჯი, როგორ უნდა მოახერხო, რომ დღეს დაგარქვან მევახშე და სააკაშვილის მსახური
შემდეგი სტატიასარფიდან რუსთავის ციხემდე ფეხით!