ბოკუჩავა: ღარიბაშვილი ყოველ დღე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, ისევე როგორც კობახიძე

„ღარიბაშვილი ყოველ დღე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, ისევე როგორც კობახიძე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ნათლად მეტყველებს მათ აგონიურ ფაზაზე. ივანიშვილი მათ შორის საკუთარი კვლევებით, ისევე როგორც სხვა კვლევით და ზოგადად საზოგადოების განწყობებზე დაკვირვებით, ძალიან კარგად ხვდება, რომ ის კარგავს ძალაუფლებას და რომ ზუსტად ერთ კვირაში მოუწევს ამ მარცხთან შეგუება, რომელიც გახდება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. ვერაფერს ვიტყვი ღარიბაშვილის ბოდვითი განცხადებების შესახებ. თუ მას სურს, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტს გადახედოს, მათ შორის ნახოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა, სადაც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა ჯიმ შაჰინმა გარკვევით თქვა, რომ წინა არჩევნები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩვენების შედეგებს, ბუნებრივია, არ შეეგუებიან და ძალიან მწვავე რეაგირება ექნებათ. მოვუწოდებდი მას, რეალობას თვალი გაუსწოროს და მართლაც, არა წინა არჩევნების ნოუ-ჰაუს გამოყენებით, არამედ „ქართულ ოცნებას“ რეალურად დემოკრატიული არჩვენების მცდელობა მაინც ჰქონდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ, მათმა ხელისუფლებამ და პირადად თანამდებობის პირებმა, როგორიცაა ღარიბაშვილი და სხვები, კიდევ უფრო დიდი ზიანი არ მიიღოს“,- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებას, რომ ხელისუფლება საზოგადოებას დემოკრატიულ არჩევნებს ჰპირდება.

banner
წინა სტატიაშიორხევში ნიკა მელიას საარჩევნო ბანერი დააზიანეს
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ლილუაშვილის განცხადება არ იყო ადეკვატური