ჭიჭინაძე: ის, რომ დღეს ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდა ქართული ოცნების პირობებში, ამას წყალი არ გაუვა

პოლიტიკური პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი არჩევნებამდე კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაავრცელებს.

“ის, რომ დღეს ეკლესიის დისკრედიტაცია მოხდა ქართული ოცნების პირობებში, ამას წყალი არ გაუვა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩვენი ეკლესია არასდროს ყოფილა, ასეთი დიდი შეტევის პირობებში ჩვენი ეკლესია არასოდეს არ ყოფილა. ტყუილად ცდილობენ, რომ ვიღაცას გადააბრალონ ეს ამბავი….მე ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე მიახლოებისას, თვითონვე ამ ბრძოლაში ჩაბმულები, ისეთ სისულელეს ჩაიდენენ, რომ ეს ქვეყანა შეიძლება დააყენონ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე.

ილია II-ზე, თუ გულისხმობთ. მე ნამდვილად ვიცი, რომ პირველი არის ილია მეორე, აბა ბიძინა ივანიშვილზე ისინი ვერ გაბედავენ და ენას ვერ მოატრიალებენ”, – თქვა დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩიხლაძე: დიალოგი, რომელიც სუს-ის ფაილებშია გაშიფრული, ნატა ფერაძის სახლში შედგა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს უსმენენ თუ არა