330 პრაქტიკოსს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

330-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა წამატებით გადალახა საგნის გამოცდის ბარიერი და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. როგორც “თაიმერს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს , მასწავლებელთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წელი საპილოტედ განისაზღვრა და ჯერ მხოლოდ ერთი სემესტრი დასრულდა, სქემით განსაზღვრულ აქტივობებში, მასწავლებელთა ჩართულობა მაღალია.

მათივე ინფორმაციით, სქემის ფარგლებში, გარდამავალი დებულებით, განსაზღვრულია ყველა იმ მასწავლებლის კარიერაში დაწინაურება, რომელთაც პროფესიული უნარების ტესტი ჩაბარებული ჰქონდათ. სქემის ამოქმედების შემდეგ, ვინც წარმატებით ჩააბარა საგნის გამოცდა, გაუთანაბრდნენ სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს და სქემაში განაწილების ეტაპზე, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე 16 339 უფროსი მასწავლებელია. გარდა ამისა, სქემაში განაწილებულ 6200 პრაქტიკოს მასწავლებელს ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა. საგნის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ისინი უფროსი მასწავლებლები გახდებიან.

განათლების სამინისტროს ცნობით, მასწავლებელთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაში ჩართვით, პედაგოგთა პროფესიული განვითარების გზა განისაზღვრა, რაც პირდაპირ ბმაშია შრომით ანაზღაურებასთან, ზრდის მასწავლებელთა მოტივაციას, რომ ყველა საფეხური გაიარონ და უმაღლეს საფეხურამდე ავიდნენ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის შეფასება სკოლაში ხდება, რაც სკოლის პრესტიჟს ზრდის და შეფასების იმ კომპონენტის დანერგვას ემსახურება, რასაც სკოლა წლების განმავლობაში მოკლებული იყო.

banner
წინა სტატიაში,,თუ დავით უსუფაშვილი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას დაიწყებს, როგორც ავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ”
შემდეგი სტატიაომბუდსმენმა 2015 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში პარლამენტს წარუდგინა