330 მომხრე – რადამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შემუშავებული რეფორმა მიიღო

უკრაინის პარლამენტმა „მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისის“ მიერ შემუშავებულ მორიგ რეფორმას მხარი დაუჭირა.

საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც სასაზღვრო სისტემაში არსებული კორუფციული სისტემის წინააღმდეგ იმუშავებს და მეზღვაურების დამატებითი გადასახადისაგან ათავისუფლებს.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაზე ინიციატივას მხარი 330 დეპუტატმა დაუჭირა რაც უკრაინის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ახალ რეფორმას დეპუტატების გარდა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს მთვარობის წევრებმა, მათ შორის ინფრასტრუქტურის მინისტრმაც.

კენჭისყრაზე რადამ ანტიკორუფციული და სასამართლოს სიტემის რეფორმირების გეგმაც დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია ჟვანიას გადადგომაზე – ილუზიები არ უნდა შეგვექმნას, რომ გაყალბების სისტემა მოირღვა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – თამარ ჟვანიას გადაწყვეტილება არის სწორი, ეს ნაბიჯი უფრო ადრეც უნდა გადაედგა