სტიქია წალენჯიხაში- რამდენიმე ოჯახი დაზარალდა

ძლიერი წვიმების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადიდებული ღელეებიდან გადმოსულმა წყალმა რამდენიმე ოჯახს ზიანი მიაყენა.

დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, ქალაქ ჯვარის რამდენიმე კორპუსის სარდაფი აივსო წყლით.

“მოეწყობა წყალგამტარი სანიაღვრე არხები, რათა თავიდან იქნას აცილებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დატბორვა.”-აღნიშნეს ხელოსუფლების წარმომადგენლებმა, რომელბმაც ადგილზე გაეცნენ ვითარებას

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე, სადაც გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი იმყოფება