დარახველიძე – პოლიციის მხრიდან განხორციელებული პრევენციული და აქტიური ქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგეთა პროტესტის მიუხედავად, ლისი-ვანდერლენდის ტერიტორიაზე ყოველგვარი ექსცესების გარეშე ფესტივალი ჩატარდა

3 ივლისის ღონისძიებას, პოლიციის შესაბამისმა დანაყოფებმა ღონისძიების
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოინახულეს ფესტივალის
ჩატარების ადგილი, მოხდა ადგილის შესწავლა და გაიწერა გეგმა, – ამის
შესახებ შინაგანს საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ,
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 3 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი
საპოლიციო დანაყოფები იყო მობილიზებული, რომელთა რაოდენობა ჯამში შეადგენდა
850 თანამშრომელს.

„რაც შეეხება 3 ივლისის ღონისძიებას, პოლიციის შესაბამისმა დანაყოფებმა
ღონისძიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოინახულეს
ფესტივალის ჩატარების ადგილი, მოხდა ადგილის შესწავლა და გაიწერა გეგმა.
გეგმის მიხედვით, 3 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული
იქნა შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები, რომელთა რაოდენობა ჯამში შეადგენდა
850 თანამშრომელს. ფესტივალის დაწყების პარალელურად ლისის ტბის ამავალ
გზაზე მობილიზება დაიწყო პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა.
პოლიციის მხრიდან განხორციელებული პრევენციული და აქტიური ქმედებების
შედეგად, მოწინააღმდეგეთა პროტესტის მიუხედავად, ლისი-ვანდერლენდის
ტერიტორიაზე ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდა ფესტივალი“, – აღნიშნა
ალექსანდრე დარახველიძემ.

banner
წინა სტატიაშიდარახველიძე: 1 ივლისს, კლუბი „ხიდში“, დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ადგილზე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 650-მდე თანამშრომელი იყო მობილიზებული
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური, რომელიც არის შეუქცევადი, არ გადაიხედება და არ შეიცვლება