ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარია. ცეცხლი ტყით დაფარულ ზონაში, მრავლწლოვან ხეებს უკიდია. ნაკრძალის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

ცეცხლის კერა მთიან რელიეფზეა, რის გამოც სპეციალური ტექნიკით ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები და სპეციალური ტექნიკა.

„ერთ საათის წინ მოიღრუბლა და სავარაუდოდ, ხეს მეხი დაეცა, ამის შემდეგ კვამლი შევნიშნეთ. 31 წელია ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ვმუშაობ და მსგავსი შემთხვევა ზაფხულში არ მახსოვს.

რამდენ ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ჯერ არ ვიცით, მივდივართ ფეხით, რელიეფი რთულია, სამ კილომეტრზე მეტი გზა გვაქვს გასავლელი“, – განაცხადა ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის წარმომადგენელმა ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი: სახალხო დამცველი უნდა იყოს მომრიგებელი და აკეთებდეს ობიექტურ დასკვნას
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: მნიშვნელოვანია თანამდებობაზე “ახალი თამარ ჟვანია”