“6665 ადამიანის საარსებო მინიმუმი, თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე”

“ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1.50-ად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ. 73 თეთრად ეუბნებით ომის ვეტერანებს, რომ გამოიკვებონ. ბატონო ირაკლი – 30 000 ლარი, დამრგვალებულია თქვენი 1 თვის ხელფასი, ყოველდღიურად 1 003 ლარს იღებდით, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული. იმ ფონზე, როდესაც 73 თეთრად გინდათ რომ ომის ვეტერანები გამოიკვებონ.

2.5 დოლარი და 1.9 დოლარი – ეს პენსია და საარსებო მინიმუმია. ამასობაში 425 670 ლარი – აბა, რას გეუბნებათ, ბატონო ირაკლი ეს ციფრი? 71? ეს თანხა თქვენ გადაიხადეთ ორ ავტომობილში, თქვენ და თქვენმა მეუღლემ. 71 აღნიშნავს რიცხვს, რომ პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღიურად, რომ თქვევვაირი ავტომობილი იყიდოს. 300 000 ლარი და 6 665 ადამიანი – ალბათ, ამასაც ვერ მიხვდებით, რას ნიშნავს. 6 665 ადამიანის საარსებო ყოველთვიური თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი. აგერ არის საათი, რომელშიც 300 000 ლარი გაქვთ გადახდილი. ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი “- ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილ,ს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ხაბეიშვილმა პრემიერის საათის ფოტოც წარმოადგინა საკანონდმდებლო ორგანოში.

banner
წინა სტატიაშიინჯია პრემიერს: თქვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმედი ჩაგვისახა
შემდეგი სტატიაისრაელში უძველესი ადამიანის ახალი სახეობა აღმოაჩინეს