ბრიუსელის სამიტზე რუსეთთან სტრატეგიას განიხილავენ

ევროკავშირის ლიდერები ორდღიან სამიტზე რუსეთთან ახალ სტრატეგიაზე იმსჯელებენ, ასევე, უნგრული კანონის შესახებ, რომელიც სკოლებში ლგბტ პირების ხსენებას კრძალავს, დისკუსიას გამართავენ.

ევროკავშირი იმსჯელებს, ღირს თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ახალი სტრატეგიის ფარგლებში შეხვედრა. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა პუტინთან შეხვედრის შესახებ წინადადება წამოაყენეს როგორც პუტინთან კავშირების აღდგენის შესაძლებლობა.

ელოდებიან, ასევე, რომ ბელორუსის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დეტალებიც გახდება შეხვედრაზე ცნობილი. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სამიტი იმსჯელებს, არის თურქეთისთვის 3,5 მილიარდი ევროს გამოყოფა, როგორც ქვეყნისთვის, რომელიც სირიის სამოქალაქო ომიდან დევნილებს იფარებს.

სამიტში გაეროს გენერალური მდივანი, ანტონი გუტერიშიც მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა თურქულ იმპორტზე ემბარგო გააგრძელა
შემდეგი სტატიაბრიტნი სპირსი სასამართლოში მამის მეურვეობიდან თავის დაღწევას ცდილობს