მეტრეველის ქუჩაზე სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში, სხვადასხვაინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მნიშვნელოვანია ავარიული საცხოვრებელ ისახლების კაპიტალური გამაგრების სამუშაოებიც.დიდუბის რაიონში მიმდინარე წელს უკვე მეშვიდე ავარიული სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთია მეტრეველის ქუჩის N10-ში მდებარე სახლი, სადაც 17ოჯახი ცხოვრობს.

აღნიშნულ მისამართზე პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდებადა სპეციალური მასალით შეივსება. საცხოვრებელი შენობის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნოდა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ნიზა“ასრულებს, 399 500 ლარია.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – პარლამენტში მოსამართლეთა მოსმენა ფაქტობრივად სკანერში გატარება იქნება
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა დროულია, მისი ხორცშესხმა აფხაზეთს ანექსიისაგან და გარდუვალი დაღუპვისაგან იხსნის