“თვეში 20 000 ივანიშვილს დანგრეული სხეულის მასაჟისთვის სჭირდება”

“ლეობორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს.

ნათელაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ თუკი პარლამენტი ამ კანონპროექტს მიიღებს, მას ვეტო დაადოს.

“ამ წუთში პლენალური სხდომა იხილავ ფაქტიურად ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვაზე კანონს, რომლის თანახმადაც ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც ივანიშვილმა, მილიარდელმა დაგვიტოვა.

20 000 თვეში, რომელიც ივანიშვილს ყოველ დღე, თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისთვის სჭირდება, იმასაც გვართმევენ და ფიქრობენ, რომ ამით ლეიბორისტული პარტიას დაასრულებენ”,-თქვა შალვა ნათელაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award-ის ჯილდო წელსაც მიიღო
შემდეგი სტატიასოფელ ტვიშში ერთმანეთს რიონის ხეობის მცველები და პოლიცია დაუპირისპირდა