320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატებს ანგარიშს წარუდგენს.

დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში საზოგადოებას საინტერესო მოხსენებას ჰპირდება.

”გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებთ ყველა საკითხზე, რაზეც ბოლო პერიოდში იყო საუბარი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ რამდენიმე დღის წინ. პარალელურად, საკრებულოსთან აქციას მართავენ “პარტიზანი მებაღეები”, რომელსაც ბოტანიკური ბაღის საკითხზე პრეტენზიები აქვს თბილისის მერთან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი საკრებულოში შესვლას გეგმავენ.

საკრებულოს უმრავლესობის მოთხოვნით თბილისის საკრებულოში დავით ნარმანია მოხსენებით წარდგება. ცნობისათვის, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის მერისგან განმარტებებს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების საკითხზე მოითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაში“ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მე მაქვს შეკითხვები „ნაციონალურ მოძრაობასთან”
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება