კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა განაცხადა, მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.
ვინ არიან წულუკიანია მოადგილეები.
კახა სიხარულიძის ბიოგრაფია: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1984 წელს. 1984-1985წწ. იყო დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის გაზეთის კორესპოდენტი; 1985-1987წწ. გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” კორესპოდენტი; 1987-1988წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის მეცნიერ–თანამშრომელი; 1988-1990წწ. გაზეთ “რესპუბლიკის” პოლიტიკის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკის” რედაქტორის პირველი მოადგილე; 1991-1992წწ. გაზეთ “განათლების” მთავარი რედაქტორი. 1992-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის I მდივანი, ნატოს სამმართველოს უფროსის მოადგილე (1994). 1994-1996წწ. საქართველოს კონსული თურქეთში; 1996-1999წწ. საბერძნეთში საქართველოს საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი; 1999-2000წწ. საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტროს ეუთოს სამმართველოს უფროსი, 2000-2001წწ. კულტურისა და ინფორმაციის დეპარტამენტების დირექტორი, 2001-2002წწ. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი – “სფოუქსმენი”; 2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პირველი მოადგილე და”სფოუქსმენი”; საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (2004); 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის I მოადგილე. 2006 -2007წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში; 2013-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში. არის ავტორი მონოგრაფიისა: “ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა” (1987). საკანდიდატო დისერტაციის თემა – “ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა”, დაიცვა 1987 წელს.

სოსო გიორგაძის შესახებ მწირი ბიოგრაფილუ ცნობები მოიპოვება. გთავაზობთ 2020 წელს გავრცელებულ ინფორმაციას:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძის გადადგომის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან, სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში საჯარო სერვისების მიმართულების კურატორი იქნება“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში”.



















