31 ოქტომბრის არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ჩვენ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

საპარლამენტო არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან, 7.5 საათში გამოაქვეყნა, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებაა და რამაც ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა. ცესკოში ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ცესკოს თავმჯდომარეს შედეგების გამოცხადებაში ხელი შეუშალეს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

არჩევნების სავარაუდო გაყალბება, ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვა, ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტზე თავდასხმა, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა და საჩივრების რეგისტრაცია, კენჭისყრის ფარულობის დარღვევა – ესაა იმ დარღვევათა ნუსხა, რომელთაც ანგარიშში ვხვდებით.

banner
წინა სტატიაშიდათვლილია უბნების 80.22%: “ოცნება” – 48.34%, “ენმ” – 26.43%, “ევროპული საქართველო” – 3.78%
შემდეგი სტატიადათვლილია უბნების 86.35%: “ოცნება” – 48.27%, “ენმ” – 26.64%, “ევროპული საქართველო” – 3.78%