16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

31 მარტის დილამდე საქართველოში ნალექია მოსალოდნელი

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმედია: ირანის მიერ საუდის არაბეთის საჰაერო ბაზის დაბომბვის შედეგად აშშ-ის არმიის საჰაერო კონტროლის თვითმფრინავები განადგურდა
შემდეგი სტატია„ვაშინგტონ პოსტი“: პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება