31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე მსურველებს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ

დღეიდან 7 იანვრამდე ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

„31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!“, – აღნიშნულია პოსტში.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა
შემდეგი სტატიასირიაში ტერორისტულ თავდასხმას 25 ადამიანი ემსხვერპლა