31 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა

ხარკოვში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო 31 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

მსხვერპლთა შორის 14 წლის მოზარდიც არის, რომელიც საბავშვო მოედანზე დარტყმის შედეგად დაიღუპა. დაშავებულია 80 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 22 ბავშვია.

ცნობისთვის, გასულ ღამეს საოკუპაციო ძალებმა ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვი ხუთჯერ დაბომბეს, ერთ-ერთი ბომბი 12-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური საარჩევნო კომისია, დღეს, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს აირჩევს
შემდეგი სტატიამაქარაშვილი -„სირცხვილიას“ არ ჰქონია ვალდებულება რაიმე შეეთანხმებინა ჩემთან და არც შეუთანხმებია – ჩემი ხმა ამ გადაწყვეტილებას არ ექნებოდა