შამბა ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარებაზე: ამის საჭიროება არ არსებობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ-მა უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ sova news-თან განაცხადა, რომ სოხუმს ტყის ხანძრების ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება.

“ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები ხანძარს უმკლავდებიან”, – განაცხადა შამბამ.

საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხანძრის ქრობის სამუშაოებში დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობას 5 იანვრიდან სთავაზობს.

დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძართან გამკლავებაში ვერტმფრენებით დახმარებაც შესთავაზა.

ოკუპირებულ გალში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოს პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაცერცვაძე: “რემდესივირით” მკურნალობის კურსი 33-დან 22-მა კოვიდინფიცირებულმა დაასრულა