3045 უბნის შედეგების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” 49, 26 პროცენტი აქვს, “ნაციონალურ მოძრაობას” – 26, 46 პროცენტი

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 3702 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3045 უბნის შედეგები, რაც შეადგენს უბნების 82,55%.

შესაბამისი მონაცემების მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ხმების 49, 26 პროცენტი აქვს; “ნაციონალურ მოძრაობას” – 26, 46 პროცენტი. “თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციას” – 5 პროცენტი.

რაც შეეხება სხვა პარტიებს – “პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის” – 3,48 %; “ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობა” – 3,53%; “უსუფაშვილი- რესპუბლიკელები” – 1,55%; ” შალვა ნათლაშვილი- საქართველოს ლეიბორისტული პარტია” – 3,12%; ” ირაკლი ალასანია- ტავისუფალი დემოკრატები” – 4,58 პროცნტი.

banner
წინა სტატიაში” ეგზიტპოლები ამომრჩევლებში მიკერძოებულობის გრძნობას ტოვებს და ზოგ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროფესიონალურად”
შემდეგი სტატიააჭარაში ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური ჩატარდება