კორძაიას მორიგი განცხადება დარღვევებზე და უზუსტობებზე

თამარ კორძაია სამაგიდო სიების გახსნას ითხოვს. ენმ-ძალა ერთობაშიას წევრი ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რეალური სურათი და კიდევ ერთხელ დადასტურდება რომ არჩევნები საქართველოში ტოტალურად გაყალბდა.

კორძაიამ დღეს საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა და დიდუბისა და წყალტუბოს საოლქო კომისიების გადაწყვეტილებებზე გააკეთა განცხადება.

კორძაია ამბობს, რომ დიდუბის ოლქში დაიკარგა სპეც სია, რომელიც კომისიის წევრებმა შემდეგ ნაგავში აღმოაჩინეს, წყალტუბოში კი ხელმოწერები და ამოღებული ბიულეტენების რაოდენობა ერთმანეთს არ დაემთხვა.

კორძაიას თქმით საოლქოების გადაწყვეტილებები სასამართლოშია გასაჩივრებული, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ აქვს და მოსამართლეებსაც მიმართავს.

ენმ- ძალა ერთობაშიას წევრი ამბობს, რომ დაასახელებს ყველა იმ მოსამართლის ვინაობას, რომელიც ხელს უწყობს ცესკო-ს უკანონო გადაწყვეტების გაფორმებაში.

თამარ კორძაია პლატფორმა 2020-ის შემაჯამებელ ანგარიშსაც გამოეხმაურა, რომელიც ბოლნისს ეხება. დასკვნაში საუბარია, რომ ბოლნისში დაკმვირვებლებს საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ და ხელს უშლიდნენ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – ნოემბრის ბოლომდე შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 000-ს გასცდეს
შემდეგი სტატიაIMF-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ის ნაცვლად 4.3% იქნება