ზაალ უდუმაშვილი – პროტესტი არ წყდება, ეს არის როგორც გრიგოლ ვაშაძის, ისე პარტიის პოზიცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პროტესტი არ წყდება და ეს არის, როგორც გრიგოლ ვაშაძის, ისე პარტიის პოზიცია.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძემ თავად განმარტა საკუთარი განცხადება. ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პარლამენტში შესვლას არავინ გეგმავს და ყველა პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება.

„გრიგოლ ვაშაძემ თავად გააკეთა განმარტება ამ განცხადებაზე. მთავარი არის ის, რომ პროტესტი არ წყდება. ეს არის როგორც გრიგოლ ვაშაძის, ასევე პარტიის პოზიცია. პროტესტი არ შეწყდება, პარლამენტში შესვლას არავინ გეგმავს, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ანუ არ აღდგება ჩვენი ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება 31 ოქტომბრის არჩევნებზე, ეს ბრძოლა გაგრძელდება, ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, ყველაფერი არის იმ გეგმის მიხედვით, რომელიც ჰქონდა დასახული ოპოზიციას.

პარტიის თავმჯდომარეა გრიგოლ ვაშაძე, მან გააკეთა განცხადება, ჩამოაყალიბა მისი პოზიცია, შესაბამისად, დამატებითი განმარტებები, რაც ამ განცხადებაზე გაკეთდა, მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ ყველაფერი სრულ თანხვედრაშია პარტიის პოზიციასთან. ბრძოლა, პროტესტი გერძელდება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომლითაც სრულად იქნება გამოხატული ჩვენი ამომრჩევლის ნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, პარლამენტში შესვლას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ გეგმავს და ეს მათი მყარი პოზიციაა.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით აქ პარტიები და არც ერთი პარტია არ გეგმავს პარლამენტში შესვლას, ეს არის ყველა პარტიის მყარი პოზიცია, ამ პოზიციას ბოლომდე გავიტანთ. არავინ გეგმავს, დათანხმდეს გადმოგდებულ და ნაწყალობევ მანდატებზე, რომელსაც ივანიშვილი გვთავაზობს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი – გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია და როგორც დიპლომატი, გამოსავალს ეძებდა, ამიტომ გააკეთა ამ ტიპის განცხადება,