ელისაშვილი: ქუჩაში დგომა და კონსტიტუციური ბრძოლა არის ერთადერთი იარაღი, რაც დაგვრჩა

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები არის ერთადერთი იარაღი, რაც დარჩა ხმების და უფლებების დასაცავად.

“ქუჩაში დგომა და კონსტიტუციური ბრძოლა არის ერთადერთი იარაღი, რაც დაგვრჩა.

არჩევნები არის სამართლებრივი ამბავი – ხალხი მიდის და ხმას აძლევს რომელიმე პარტიას. ესენი ადგნენ და რაც არ აწყობდათ, ყველაფერი გადაყარეს და თქვეს, რომ ეს ასე კი არა, ისე იქნება. ანუ არჩევნებს შინაარსი გამოაცალეს.

ამის შემდეგ, ძალიან მშვიდად წყნარად, როგორც კანონის პატივისმცემელი ხალხი, წავედით საოლქო საარჩევნო კომისიაში. ერთი უბნის გარდა საბურთალოზე არ გადათვალეს. იმ ერთ უბანზეც აღმოჩნდა, რომ 2 ხმა რომ მეწერა, 42 ხმა მქონია, ამის შემდეგ დახურეს და არ გადათვალეს.

ამის მერე წავედით სასამართლოში, სადაც ზის ლევან მურუსიძე. რა სამართალი უნდა ვიპოვოთ ლევან მურუსიძესთან.

რაღა გვრჩება?

ვინმემ ამიხსნას, რა სამართლებრივი ინსტანცია და გზა არის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ, რომ სამართალი ვიპოვოთ და არ ვიყენებთ?

ქურდებთან საქმის გასარჩევად არ წავალ და რა გავაკეთო ახლა?

ქუჩაში დგომა არის ჩვენი კონსტიტუციური უფლება და ვდგავართ ქუჩაში”. – თქვა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლოში აქციის დროს დაკავებულთა პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: “ოცნება” და ივანიშვილი დიქტატურაში ცხოვრებას გვაჩვევს