“სათამაშო იარაღი ჰქონდაო, ხალხო” – მელიასა და სამართალდამცველს შორის დაპირისპირება მოხდა

გლდანში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიასა და სამართალდამცველს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

“იარაღით რომ დარბოდა ის ვიღაც კვიჟინაძე, რატომ არ დაიჭირეთ, გარეთ არის… დაწყნარდი კი არა, უნდა გაიხადო ფორმა და კვირას უნდა დადგე ხალხთან ერთად, რადგან ეს ხალხი არ გაპატიებს იმას, რაც შენ გააკეთე… შენ არ ხარ პოლიციელი, შენ ხარ მოძალადე, იმიტომ, რომ მოძალადეების გვერდით იდექით, ყველა კადრში შენ იყავი”. – მიმართა მელიამ პოლიციელს.

ნიკა მელიამ პოლიციელს ჰკითხა, თუ სად იყო არჩევნების დღეს, როდესაც გლდანში დარღვევები ხდებოდა, სწორედ ამას მოჰყვა ოპოზიციის ლიდერსა და სამართალდამცავს შორის სიტყვიეტი დაპირისპირება.

“არსებობს პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ყველაფერთან ერთად, ჩვენი შვილების წინაშე არიან დამნაშავეები. ბატონი სამმართველოს უფროსის მოადგილე და ვინმე მჟავია […] ყველა დარბევა რაც კი გლდანში ხორციელდებოდა, კადრებში ჩანდნენ, იყვნენ და არ აკავებდნენ. გული მეტკინა, ცრემლები წამოგივიდოდა ადამიანს, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პოლიციელები და ახლა ამბობს, რომ ის ადამიანიო, ვისაც იარაღი ეჭირაო, სათამაშო იარაღი ჰქონდაო, ხალხო”. – ამბობს ნიკა მელია ინციდენტის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ახალი, უპრეცედენტო შეთავაზება იურიდიულ პირებს