კელი დეგნანი – სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები

არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა დეგნანმა დამკვირვებლებთან მათი სამუშაო განიხილა.

„საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების დროს მსოფლიოს თვალები და ყურები არიან. ამერიკის საელჩო სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში მომუშავე სადამკვირვებლო ჯგუფებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდიდან“, – ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე: რაც უნდა დაგვაბრალონ, არაფერს არ ვმალავ
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა დმანისში