ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს 110,000 ლარით დაეხმარება

ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის გადაწყვეტილებით ის თბილისში წყალდიდობის დროს დაღუპულთა ოჯახებს 110,000 ლარით დაეხმარება.
“გულწრფელად ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს ამ საშინელ ტრაგედიას, რომელიც გამოწვეული იყო წყალდიდობით თბილისში. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ადამიანი სტიქიას ვერაფრით გაუმკლავდება.

ჩემში უზომოდ დიდ პატივისცემას და აღფრთოვანებას იწვევს ქართველი ხალხის ის ერთიანობა და ერთმანეთის მიმართ თანადგომა, რაც საინფორმაციო საშუალებებით და ტელევიზიით ვიხილე ბოლო 2 დღის განმავლობაში, სადაც ჩანს თუ როგორი ძალისხმევით ეხმარება მთელი თბილისის მოსახლეობა მაშველებს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალგაზრდები , რომლებიც დაუზოგავად შრომობენ, რომ აღადგინონ ქალაქი ამ დიდი ტრაგედიის შემდგომ….ქვეყანას, რომელსაც ასეთი ახალგაზრდები ჰყავს ნამდვილად აქვს ნათელი მომავალი…

დარწმუნებული ვარ, რომ წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანი აღმოფხვრილი იქნება უმოკლეს ვადებში, სამწუხაროდ ადამიანთა სიცოცხლეს ვერ დავიბრუნებთ… ნათელში ამყოფოს უფალმა მათი სულები!” – განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მის საქველმოქმედო ფონდ ,,სოციალური პარტნიორობის” პრესსამსახურთან.

ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის პრეზიდენტის, გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით მომდევნო 3 დღის ვადაში მისი ფონდი გადარიცხავს 100,000 ლარს თბილისის მერიის დახმარების ფონდში, ხოლო 10,000 ლარს მიიღებს გმირულად დაღუპული მაშველის ოჯახი, რომელიც გმირთა მოედანზე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგმირთა მოედანზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა