300.000.000 $ დაზღვევა აირბას A320-ს გამო დაიხარჯება

როგორც გერმანული პრესა წერს, საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი, გერმანული კომპანიის კუთვნილი ,,აირბას A320-ს,,  150 მგზავრის ნათესავები და თავად თვითმფრინავის მფლობელები, სადაზღვევო კომპანიისაგან 300 მილიონამდე დოლარის კომპენსაციას ელოდებიან…

სადაზღვევო კომპანიის ხარჯთაღრიცხვაში, თვითმფრინავის სადაზღვევო ანაზღაურების (6,5 მლნ.) და დაღუპულთა ოჯახების საკომპენსაციო თანხის გარდა, აგრეთვე ავიაკატასტროფის მსხვერპლთა მოძებნისა და ტრანსპორტირების ხარჯებიც შედის. ხარჯების დაანგარიშება, სადაზღვევო კომპანიებს ჯერჯერობით არ დაუსრულებიათ და ელოდებიან, რომ ეს ციფრები შეიცვლება, თუმცა არა კლებისკენ… კომპენსაციების გაცემა კი, დაზარალებულთა ოჯახის წევრებზე, გერმანული პრესის აზრით, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან შესაძლებელია გაჭიანურდეს.

banner
წინა სტატიაშიუშიშროების საბჭოს ფუნქციონირებას ხელოვნური წინაღობა ექმნება,რაც გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებასა და ჩვენს პარტნიორებში
შემდეგი სტატიაბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე